HR კონსალტინგი არის კომპანიის საკადრო პოტენციალთან დაკავშირებული სიტუაციების სწრაფი და დამოუკიდებელი შეფასება იმისათვის, რომ იპოვოთ განვითარების გზები პერსონალთან უფრო გამართული მუშაობის შექმნისა და დასახული გეგმების უმოკლეს დროში განხორციელების გზით.
HR კონსალტინგი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ პერსონალის მენეჯმენტის საუკეთესო და წამყვანი პრაქტიკები, შემოგთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები კომპანიის სპეციფიკისა და სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით. თქვენ მყისიერად იღებთ სხვადასხვა ინდუსტრიის სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე დამყარებულ ექსპერტიზას.
დღევანდელ კონკურენტულ გარემოში HR კონსალტინგი არის ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მომსახურება, რადგან სწორედ ადამიანური რესურსების მართვის გამართული სისტემებია კომპანიების წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რას ნიშნავს ჰაკი? (ინგ.- hack) ჰაკინგი არის ჭკვიანი გამოსავლის პოვნა
შემოქმედებითობისა და საზრიანობის ინტეგრაციით. ტერმინი წარმოიშვა 1200 წელს და
ნიშნავს "შემთხვევით ან უსწორმასწოროდ რაიმეს ძლიერი დარტყმით მოჭრას", თუმცა,
იგი პირველად მოიხსენიეს 1950-იან წლებში მანქანებთან ოსტატურად მუშაობასთან
დაკავშირებით. ჰაკინგი საბოლოოდ სამოციან წლებში კომპიუტერული მეცნიერების
გურუების ტერმინი გახდა. ამჟამად, იგი გადაიქცა როგორც ტექნიკური სლენგის
სტანდარტად, ასევე გამოიყენება მეინსტრიმულ კულტურაში. ჰაკი(ნგი) შეიძლება
აღნიშნავდეს ყველაფერს - რთული კოდიდან დაწყებული, რომელიც მაღალი დონის
უსაფრთხოების სისტემების გატეხვას ნიშნავს, ყოველდღიური ამოცანების გადაჭრის
მარტივი გადაწყვეტილებებით დამთავრებული.
ბიზნესჰაკში შემოთავაზებული სერვისებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ბიზნესს
შემოქმედებითი, ცვლილებებისკენ მიმართული, მიზნობრივი ზრდისკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენ გაძლევთ ჭკვიან ინსტრუმენტებს კვანტური ნახტომისა და ესვისებური
ტრანსფორმაციისთვის.