HR კონსალტინგი არის კომპანიის საკადრო პოტენციალთან დაკავშირებული სიტუაციების სწრაფი და დამოუკიდებელი შეფასება იმისათვის, რომ იპოვოთ განვითარების გზები პერსონალთან უფრო გამართული მუშაობის შექმნისა და დასახული გეგმების უმოკლეს დროში განხორციელების გზით.
HR კონსალტინგი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ პერსონალის მენეჯმენტის საუკეთესო და წამყვანი პრაქტიკები, შემოგთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები კომპანიის სპეციფიკისა და სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით. თქვენ მყისიერად იღებთ სხვადასხვა ინდუსტრიის სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე დამყარებულ ექსპერტიზას.
დღევანდელ კონკურენტულ გარემოში HR კონსალტინგი არის ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მომსახურება, რადგან სწორედ ადამიანური რესურსების მართვის გამართული სისტემებია კომპანიების წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.