კომპანიის ისტორია
კომპანიის ისტორია

კომპანიის ისტორია

BRIGHTMINDS

ყველაფერი სურვილით დაიწყო ... შინაგანი მოთხოვნილებით შევცვალოთ სამყარო ჩვენს გარშემო უკეთესობისკენ.

ასე გაჩნდა 2016 წელს Bright Minds-ი, რომელიც აერთიანებს საერთო ღირებულებების მქონე თანამოაზრეებს, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, ვინც ახალი  იდეების ხორცშესხმისთვის მუდმივად სცდება ჩარჩოებს.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ცხოვრობს საყვარელი საქმით, რომლისთვისაც ძვირფასია ადამიანი და არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი.

სხვის კარიერასთან შეხებით ჩვენ ვხდებით ცვლილებების ამომავალი წერტილი და მისი ცხოვრების თანაზიარი.

ჩვენი მისია - სტრიქონებს შორის კითხვა, ფრაზებს მიღმა 
მოსმენა, პოტენციალის დანახვა, ნიჭისა და რესურსების გამოვლენა, მათი

მნიშვნელოვანი მიღწევებისკენ წარმართვა და შეგნებული რეალიზაციის ატმოსფეროს შექმნაა.

Bright Minds არის ცხოვრების წესი, აზროვნების სტილი, ადამიანური და პროფესიული მისია, თითოეული ჩვენგანის ნაწილი.

ჩვენ გვჯერა თქვენი, როგორც უნიკალური პიროვნების, ბიზნესის, რომელშიც დებთ თქვენს გულს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაფასებთ თქვენს ნდობას, გვიხარია თქვენი მიღწევები და წარმატებები, სათუთად ვეპყრობით თქვენთან თანამშრომლობას.

 

ყველაფერი სურვილით დაიწყო ... და გადაიქცა საქმედ, რომლის ხანგრძლივობა მთელი ცხოვრებაა.

 

ნინო ბერძნიშვილი

დამფუძნებელი/დირექტორი